The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ენრიკო აფრიამოვი

ენრიკო აფრიამოვი
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1954  (72 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი 1975 წელს; რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აკადემიასთან არსებული უმაღლესი აკადემიური კურსები 2000 წელს. 

1975 წლიდან მსახურობდა ოცმეთაურად, ბატარეის მეთაურად, შტაბის უფროსად, დივიზიონის მეთაურის მოადგილედ, რეაქტიული საარტილერიო დივიზიონის მეთაურად, ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო დივიზიონის მეთაურად; 1992 წლიდან - სომხეთის შეიარაღებული ძალების ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო პოლკის მეთაური; 1996 წლის იანვარ-ივლისში – ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულების სარდალი; 1996-2000წწ. - საარმიო კორპუსის სარდალი; 2000 წელს - სომხეთის მთავარი შტაბის უფროსის მოადგილე; სომხეთის მთავარი შტაბის უფროსის 1-ლი მოადგილე. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. გენერალ-ლეიტენანტი (2007).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სომხეთის საბრძოლო ჯვრის II ხარისხის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: