| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არკადი ტერ-თათევოსიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ბაქოს საერთო-საჯარისო სამეთაურო სასწავლებელი და ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემია. აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა არმიის შეზღუდულ სამხედრო კონტინგენტში, ავღანეთის დემოკრატიულ რეპუბლიკაში, შემდეგ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიასა და ბელორუსიაში, 1987 წლიდან - სომხეთში. 1988 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა მოხალისეთა სწავლებებში. 1990 წელს გახდა მოხალისეთა რაზმ "დავიდ სასუნცის" წევრი. რაზმი იცავდა სასაზღვრო სომხურ სოფლებს. 1991 წელს დანიშნეს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებული პირველი სახელმწიფო სამხედრო უწყების – თავდაცვის კომიტეტის გარეშე სამხედრო მომზადების განყოფილების უფროსად, კომიტეტი რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებებში, ყოფილ დოსააფში და სხვა ორგანიზაციებში მიზნობრივ მუშაობას ახორციელებდა, სწავლობდა სახელმწიფოთა გამოცდილებას შეიარაღებული ძალების მშენებლობის საქმეში. იგი აგრძელებდა თავისი ცოდნის და მდიდარი გამოცდილების გამოყენებას თავდაცვის სამინისტროს კადრების აღზრდის სამმართველოს უფროსის, შემდეგ კი მინისტრის თანაშემწის თანამდებობებზე. 2002 წლიდან მუშაობდა ყოფილ დოსააფში. სამხედრო კარიერის ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა სპეციალისტების მომზადებას სომხეთის შეიარაღებულ ძალებში. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. გენერალ-მაიორი (1992). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

