The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი ჩხობაძე

მერი ჩხობაძე
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1948
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 1984  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ავანგარდის სასაფლაო, ქუთაისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1973წწ. ქ. ქუთაისის მრავალპროფილიანი ბავშვთა საავადმყოფოს ინტერნი; 1973-1975წწ. ლენტეხის რაიონული საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექიმი-პედიატრი; 1976-1977წწ. პარალელურად ასრულებდა რაიონის მთავარი პედიატრის მოვალეობას, გაიარა კლინიკური ორდინატურა ქ. თბილისის ბავშვთა მე-2 საავადმყოფოს ბაზაზე; 1978-1984წწ. იყო ქ. ქუთაისის ჯერ მე-4 პოლიკლინიკის უბნის პედიატრი, შემდეგ კი ქალაქის პირველი ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე მეცნიერული ნაშრომი. უმაღლესი კატეგორიის ექიმი - პედიატრის წოდება (1982).

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.193-196


გააზიარე: