| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ჟღენტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხევი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; საქართველოს თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1942 წელს. 1942-1943წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში; 1943-1949წწ. მუშაობდა თბილისის შამპანკომბინატის მეღვინედ; 1949-1950წწ. სამტრესტის უფროს მეღვინედ; 1950-1958წწ. მივლინებული იყო ბულგარეთში, რუმინეთსა და იუგოსლავიაში კვების პროდუქტების ექსპერტად; 1958-1966წწ. თბილისის კონიაკის ქარხანაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე; 1966-1974წწ. სამტრესტი, სპირტისა და ლიქიორ-არყის მთავარ სპეციალისტად; 1974 წლიდან "თბილღვინოში" უფროს ინჟინერ-ტექნოლოგად და საფირმო მაღაზია "ვაზის ნობათი-საჭაშნიკე" დირექტორის მოადგილედ. ომის ვეტერანი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.140 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

