| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა ქიქოძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. 1942-1943წწ. იყო ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი თერაპიული კლინიკის ორდინატორი; 1942-1946წწ. შეთავსებით იყო საქართველოს რესპუბლიკური რევმატიული დისპანსერის ექიმი-რევმატოლოგი; 1943-1944წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ევაკოჰოსპიტლის თერაპიული განყოფილების ორდინატორი; 1945-1946წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური თერაპიის კათედრის ორდინატორი; 1946-1948წწ. აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტის ექიმი-ლაბორანტი, 1948-1956წწ. კლინიკური სტაციონარის განყოფილების გამგე, 1956-1973წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1956-1966წწ. სადისპანსერო განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1966-1974წწ. თერაპიული განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1974-1988წწ. არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების გამგე, 1988-1989წწ. ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-მუშაკი. არის 85 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 55 კარდიოლოგიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხებზე დაბეჭდილი და დანერგილია კლინიკურ პრაქტიკაში; იგი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა მეცნიერულ და პრაქტიკულ მოღვაწეობას, მისი ხელმძღვანელობით შესრულდა რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია; კითხულობდა ლექციებს არტერიული ჰიპერტონიის დიფერენციალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებზე, ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ატარებდა კონსულტაციებს ქალაქის პოლიკლინიკებსა და სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებში; ინსტიტუტში მოწყობილ "ღია კარის" დღეზე იყო ქობულეთის, გაგრის პროფილირებული სანატორიუმების კონსულტანტი; მრავალჯერ წარმდგარა მოხსენებით საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო შეკრებებზე. დაჯილდოებული იყო მადლობებითა და სიგელებით. ექიმი - კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1955), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლების ინფექციური ინფექციური მდგომარეობა ჰიპერტონული დაავადებისა და ექსპერიმენტული ჰიპერტენზიის ზოგიერთი ფორმის დროს", დაიცვა 1955 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.203-205; ნათელა ქიქოძე : მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი. 1920-1989. ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1989. - 29 ნოემბერი.-გვ.4 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

