The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იური ხაჩატუროვი

იური ხაჩატუროვი
Date of birth:1 May, 1952  (74 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თეთრიწყარო.

დაამთავრა თბილისის საარტილერიო სამეთაურო წითედროშოვანი სამხედრო სასწავლებელი 1974 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, მოტომსროლელი დივიზიის, საარტილერიო პოლკის საცეცხლე ოცეულის მეთაურად; 1976-1982წწ. - ბატარეის მეთაური, საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილე, შტაბის უფროსი და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო საარტილერიო დივიზიონის მეთაური; 1982-1985წწ. სწავლობდა ლენინგრადის მ. კალინინის სახელობის სამხედრო საარტილერიო აკადემიის სამეთაურო ფაკულტეტზე. აკადემიის დამთავრების შემდეგ დაინიშნა ბელორუსიის სამხედრო ოლქის სატანკო დივიზიის, სარაკეტო ჯარების და არტილერიის შტაბის უფროსად; 1987-1989წწ. მსახურობდა ავღანეთის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მე-40 არმიის, მე-5 გვარდიული მოტომსროლელი დივიზიის სარაკეტო ჯარების და არტილერიის შტაბის უფროსად. 1989 წლის ოქტომბერში ავღანეთში სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, დანიშნეს ბელორუსიის სამხერო ოლქის სატანკო არმიის, ცალკეული საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1992 წლის აპრილში ბელარუსის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებით მიავლინეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის განკარგულებაში და დაინიშნეს მე-2 მოტომსროლელი პოლკის მეთაურად. აქტიურად მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვაში. 1992 წელს დანიშნეს სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდლის მოადგილედ და სასაზღვრო ჯარების სამმართველოს უფროსად. იყო გორისის მოტომსროლელი პოლკის, ტავუშის მოტომსროლელი ბრიგადის I და IV საარმიო კორპუსების შექმნის და ფორმირების ერთ-ერთი ინიციატორთაგანი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მეთაურობდა ამ ნაწილებს, შენაერთებსა და გაერთიანებებს. აგრეთვე ეკავა ოპერატიული მიმართულების სარდლის და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობები. 1995 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. 2000 წელს მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. 2000 წლის 21 მარტს დანიშნეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. 2008 წლის 15 აპრილს - სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსად. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია ორდენებით და მედლებით: სსრკ შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის III ხარისხის ორდენი, სომხური ეკლესიის "ნერსეს შნორალის" ორდენი, "ვარდან მამიკონიანის" ორდენი, სომხეთის ორდენი - "საბრძოლო ჯვარი". გენერალ-პოლკოვნიკი (2008).

წყარო: სომხეთის სამხედრო ელიტა: (სომეხი გენერლები საქართველოდან): ბიოგრაფიული ცნობარი, გოგიტიძე, მამუკა. -თბ., 2014.-გვ.221-222

Awards and Honors

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)

Share: