The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ ზაუტაშვილი

მერაბ ზაუტაშვილი
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1992  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ბაქოს საზენიტო არტირელიის სასწავლებელი 1943 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1953 წელს.

1941-1945წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, იყო საზენიტო არტირელიის პოლკში ბატარეის უფროსი, მიღებული ჰქონდა გვარდიის კაპიტნის წოდება; 1953-1989 წლებში მუშაობდა სამტრესტის საწარმოო  კომბინატში: 1953-1968წწ. საამქროს უფროსი; 1968 წელს მთავარი ინჟინერი; 1968-1989წწ. მმართველის მოადგილე; 1989-1992წწ.  შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილე; სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში უძღვებოდა "მეღვინეობის ნარჩენი პროდუქტების" შესახებ კურსს. ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა მეღვინეობის დარგის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა შემოქმედებით კომპლექსურ ბრიგადას. იყო მევენახეობა-მეღვინეობის სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. 20 სამეცნიერო ნაშრომის, 3 მონოგრაფიის, 30 გამოგონების და ახალი მარკის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელის ავტორი. მიღებული ჰქონდა მთავრობის საბრძოლო და შრომითი ჯილდოები. ომის ვეტერანი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.154-155

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა კავშირი, დამფუძნებელი, პირველი პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ვერცხლის და ოქროს მედლები)
  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებლი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: