The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ყუბანეიშვილი

შოთა ყუბანეიშვილი
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:1986  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუამთა, ვანის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სოფლის მეურნეობის პროდუქტთა გადამუშავების სპეციალობით 1947 წელს.

1947-1951წწ. იყო ვარციხის ღვინის ქარხნის მეღვინე; 1951-1953წწ. სოხუმის ღვინის ქარხნის მეღვინე; 1953-1975წწ. ყულარის ღვინის ქარხნის მთავარი მეღვინე, დირექტორი; 1975-1986წწ. ალგეთის ღვინის ქარხნის დირექტორი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.159

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: