The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ კანდელაკი

თენგიზ კანდელაკი
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:1979  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1947 წელს.

1948-1951წწ. იყო თბილისის  შამპანური ღვინოების ქარხნის ტექნოლოგი; 1951-1954წწ. სამტრესტის საწარმოო განყოფილების მეღვინე-ტექნოლოგი; სხვადასხვა წლებში იყო: ვარციხის, ფოთის ღვინის ქარხნებში მთავარი მეღვინე, სამტრესტის საწარმოო კომბინატის მთავარი ინჟინერი, სახპარტკონტროლის კომიტეტში მსუბუქი და კვების მრეწველობის განყოფილების ინსპექტორი; 1977-1979წწ. სამტრესტის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი ენოქიმიკოსი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.160

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: