The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბაღაშვილი

ოთარ ბაღაშვილი
დაბადების თარიღი:1924
გარდაცვ. თარიღი:1998  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღარო, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა ბაკურციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1953 წელს.

1946-1954წწ. იყო გურჯაანის ღვინის ქარხნის ქიმიკოსი; 1954-1961წწ. ბადიაურის ღვინის ქარხნის: 1954-1955წწ.  ლაბორატორიის გამგე, 1955-1961წწ. ინჟინერ-ტექნოლოგი, 1961-1962წწ. ქარხნის დირექტორი; 1962-1969წწ.  საგარეჯოს სამტრესტის ქარხანსამმართველოს დირექტორი; 1969-1971წწ. ხაშმის ღვინის ქარხნის უფროსი მეღვინე; 1971-1983წწ. მანავის ღვინის ქარხნის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი, წარმოების უფროსი; 1988-1998წწ. საგარეჯოს აგრო-სამრეწველო გაერთიანების წამყვანი სპეციალისტი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.161


გააზიარე: