The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოფიო

Date of birth:17??
Date of death:18??
Category:Poet

Biography

სოფიო ქართველ მწიგნობარ ქალთა ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია. ცნობები მის შესახებ პირველად 1941 წელს დაიბეჭდა. პოეტის ვინაობაზე ზუსტი ცნობები არ მოიპოვება. სამეცნიერო ლიტერატურაში დასმულია კითხვა: "ხომ არ არის ეს ქალი სოლომონ ლიონიძის მეუღლე – სოფიო, ნიკოლოზ ბარათაშვილის "ბედი ქართლისას" გმირი ქალი?". სოფიოს ლექსებიდან ჩანს, რომ იგი იყო იოანე ბატონიშვილის მეუღლის ქეთევან წერეთლის თანამედროვე. მან კარგად იცოდა, რომ  ქეთევანის ერთადერთი ვაჟი 1812 წლის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო რუსეთში გაიწვიეს. სოფიოს ქეთევანის დავალებით გადაუწერია: "მეტაფრასი ღვთისმშობლის მიცვალებისა", რომელზეც დაურთავს ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი, "ნინოს ცხოვრება", XVIII-XIX საუკუნეების ქართული ჰაგიოგრაფაული კრებულების ნინოს ცხოვრების ტექსტი, მასზე დაურთავს "ნინოსადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი სოფიოსა". სოფიო გვამცნობს ამ ლექსის დაწერის თარიღს. როგორც ჩანს, ლექსი დაწერილია 1814 წელს. სოფიოსვე გადაუწერია გრიგოლ დოდორქელ-ვახვახიშვილის "წამება ქეთევან დედოფლისა" და ბოლოს ასევე დაურთავს აგრეთვე საკუთარი ლექსი მიძღვნილი ქეთევან დედოფლისადმი. სოფიოს ლექსები არ არის მაღალი ოსტატობით შესრულებული. შეინიშნება ხალხური პოეზიის გავლენა, მაგრამ მის პოეტურ მემკვიდრეობას ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის გარკვეული მნიშვნელობა მაინც ენიჭება. გადამწერ-მწიგნობარი.

წყარო:  ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.169-172


Share: