| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მართა წერეთელი-დადიანი![]()
Biographyიმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ წერეთლის მეორე ასული, მართა ცოლად ჰყავდა ლევან V დადიანს (1791/1804-1846). იგი წყაროებში ჩვეულებრივ ასე იხსენიება: "სრულიად ოდიშისა და ლეჩხუმის დედოფალი მართა". ცნობილია მისი ინიციატივით დამზადებული ხელნაწერები. ერთ-ერთია იოანე სინელის "კლემაქსი", რომელიც 1822 წელს გადაუწერია გრიგოლ ბერს. ხელნაწერს ახლავს დამკვეთის ანდერძი: "მე, მთავრის დადიანის ლეონის მეუღლემან, სრულიად ოდიშ-ლეჩხუმთა-სვანთა-აფხაზთა დედოფალმან მართამ, დავაწერინე კლემაქსი და შევსწირე ნამარნევს ნათლის-მცემლის უდაბნოს, განსაძლიერებლად მეუღლისა ჩემისა და აღსაზრდელად ძეთა და ასულთა ჩემთათა და საოხად სულისა ჩემისა. და გამომწირველი ამისი და წამრთმევი ამისი შეჩუენებული იყოს წმიდის ნათლისმცემლისაგან, ამინ, ამინ". დედოფალ მართას ბრძანებით გადაუწერიათ მეტაფრასი და ბასილი დიდის "მიცვალება ღმრთისმშობლისა". ცნობილია, აგრეთვე მართა დედოფლის კუთვნილი ხელნაწერები: "თვენი", ფსალმუნთა თარგმანები, "ქილილა და დამანა". მოღწეულია მისი ნამზითვი ნაბეჭდი "სახარება". მწიგნობარი, ლევან V დადიანის მეუღლე, დავით დადიანის დედა, ქეთევან წერეთელ-ბაგრატიონის და. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.168-169
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

