The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქეთევან წერეთელი-ბაგრატიონი

Legal name:ქეთევან წერეთელი
Date of birth:17??
Date of death:18??
Category:Nobleman, Royalty

Biography

იმერეთის სახლთუხუცესის ზურაბ წერეთლის პირველი ასული ქეთევანი იყო ცნობილი ქართველი მწერლის იოანე ბაგრატიონის (1768-1830) მეუღლე, მსგავსად თავისი სახელოვანი მეუღლისა ქეთევანი მწიგნობრობის მოყვარული ყოფილა, მას არაერთი ხელნაწერი ჰქონია. ცნობილია მისი მრავალი წიგნი, რომელსაც შემოუნახავს მფლობელის სახელი. ქეთევანი სხვებსაც აბამდა საგანმანათლებლო საქმიანობაში და მოუწოდებდა ხელნაწერთა გამრავლებისაკენ. მაგალითად, 1808 წელს იოანე იალღუზის ძემ ქეთევანის დავალებით გადაწერა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი, 1810 წელს ანდრია შიხინოვმა – სამღვდელო ისტორია და სხვ. მისი ინტერესები წიგნებისადმი დადასტურებულია აგრეთვე 1830 წელს დამზადებული კრებულის მინაწერშიც: "უგანათლებულესო საქართუელოს მეფის სძალო, იმერეთის სახლთუხუცის ზურაბ წერეთლის ასულო ქეთევან, უუმოწყალესო ხელმწიფა – მე, თქუენმან მონამან იესე ბრძანებულსა ამას თქუენ მიერსა მივეც სისრულეი რიცხუელსთა იუნისისა, ხოლო ქრისტეს განხორციელებითგანსა ჩყლ (1830) წელსა". ქეთევანის კუთვნილი  "რუსუდანიანის" ერთ-ერთი მინაწერი გვაფიქრებინებს, რომ ქეთევანი უშუალოდ მონაწილეობდაა ხელნაწერთა გადაწერაში. "რუსუდანიანის" გარკვეული ნაწილი ქეთევანის გადაწერილი უნდა იყოს. საყურადღებოა ამ ნაწარმოების ბოლოს დართული ლექსი, რომელიც შესრულებულია ამ მინაწერის ხელით: "წიგნი ვარ კარგი საკითხად ანბავად ტკბილგასაგონი, მამაცებისა გამწვრთნელი, აბჯარ-ლახტის მოსაგონი, ვინცა ისმენს ამა ომთა, მათ წაუვათ მისკენ გონი და ჯაბანთ კაცათ გაგონება, ეფხრიწებათ თვისთვის ქონი". საგმირო-საფალავნო ხასიათის ნაწარმოებები ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან აღაფრთოვანებდა ქართველ ხალხს. ეს ინტერესი არც XVIII საუკუნეში დამცხრალა. გადამწერი ქალები, ტექსტს ხშირად ურთავდნენ ლექსად ჩამოყალიბებულ თავიანთ აზრს ნაწარმოების შინაარსსა თუ მთავარ გმირებზე. ასეთია ეს მინაწერიც. შეიძლება ეს ლექსიც ქეთევანს ეკუთვნოდეს. მწიგნობარი, მართა წერეთელი-დადიანის და.

წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.166-167


Share: