| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ აბელოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. განათლება მიიღო კერძო დაწესებულებაში. სამხედრო სამსახური დაიწყო 1850 წელს დაღესტნის ქვეით პოლკში რიგითად; 1852 წლიდან მსახურობდა უნტერ-ოფიცრად ქართულ პოლკში; მონაწილეობდა 1853-1856წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში; 1853 წლიდან - ოფიცერი; ომის შემდეგ - იმიერკასპიის მე-8 მსროლელი ბატალიონის მეთაური; 1872-1885წწ. 155-ე ყუბის ქვეითი პოლკის მეთაური; 1885 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება; 1879-1880წწ. ყარსის ოლქის, ოლთისის ოკრუგის უფროსი; 1880-1891წწ. მე-8 სათადარიგო მსროლელი ბატალიონის მეთაური. 1891 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1891). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

