| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ ბატონიშვილი![]()
Biographyმარიამი იყო იმერეთის ბატონიშვილის არჩილის ასული, სოლომონ II-ის და. როგორც ჩანს, მარიამს ლიტერატურული ინტერესები ჰქონია. მოღწეულია მისი ერთი ლექსი ასეთი შენიშვნით: "მარიამ ბატონიშვილის, არჩილ მეფის ასულის თქმული". მარიამ ბატონიშვილი იმ პატრიოტულ-რომანტიკული სკოლის ლიტერატურული ტრადიციების გამგრძელებელია, რომელსაც საფუძველი ერეკლე მეორის ასულებმა ჩაუყარეს. წინაპართა მიერ წამოყენებული საკითხები გამოიყენეს და განავრცეს შემდგომი პერიოდის რომანტიკოსებმა. მაგალითად, ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი "ისმინეთ მსმენნო", რომელიც მარიამის ლექსით უნდა იყოს შთაგონებული. შეინიშნება შინაარსობრივი და ნაწილობრივ ტექსტობრივი თანხვედრაც. ორივეე პოეტი გამოხატავდა არსებული პოლიტიკური სიტუაციის და ერთი სოციალური წრის განწყობილებისა. ცნობილია XVIII საუკუნის "ლოცვანი", რომელიც ეკუთვნოდა "იმერთა მეფის სოლომონის დას, ბატონიშვილის არჩილის ასულს მარიამს". მწიგნობარი. წყარო: ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.163-165
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

