The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დალილა ხვედელიძე-მაჭარაშვილი

დალილა ხვედელიძე-მაჭარაშვილი
ოფიციალური სახელი:დალილა ხვედელიძე
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1936
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 2004  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიღმის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტქნიკური ინსტიტუტის კვების მრეწველობის მანქანების და აპარატების ფაკულტეტი 1954 წელს.

1960-1968წწ. ჭიათურის "მარგანტრესტის" საპროექტო განყოფილების ინჟინერი, მექანიკური განყოფილების ინჟინერი; 1968-1975წწ. ქ. თბილისის "საქსახპროექტის" ტექნიკური განყოფილების ინჟინერი; 1975-1978წწ. ქ. თბილისის "თბომშენის" საწარმოო განყოფილების უფროსი-ინჟინერი; 1979-1987წწ. ქ. თბილისის N1 სკოლათაშორისო სასწავლო საწარმოო კომბინატის პედაგოგო; 1987-1992წწ. ქ. თბილისის ქარხანა "ისანის" საწარმოო განყოფილების ინჟინერი; კვალიფიკაციის გავლის შემდეგ 1992-2004წწ. მუშაობდა შპს აფთიაქში "ელენე" პროვიზორად.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.253-254


გააზიარე: