| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ აკიმოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. დაამთავრა ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი I თანრიგით 1878 წელს. ჯარში მსხურობდა 1876 წლიდან. მსახურობდა სევერსკის მე-17 დრაგუნთა პოლკში, კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის ადიუტანტად, ადიუტანტის თანაშემწედ. 1901 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. 1910-1911წწ. ჩაირიცხა საარმიო კავალერიის თადარიგში, შტატგარეშე მყოფად ტფილისის მაზრაში. 1911 წელს კვლავ დაბრუნდა სამხედრო სამსახურში მთავარი შტაბის უფროსის განკარგულებაში, საარმიო კავალერიაში ჩარიცხვით. 1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიით. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს დანიშნეს დაღესტნის ოლქის სამხედრო გუბერნატორთან განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკად. 1916 წელს მსახურობდა პეტროგრადის სამკურნალო დაწესებულებათა ინსპექტორად. დაჯილდოებული იყო ორდენებით. გენერალ-მაიორი (1912). ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

