| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაატა ჯანიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიღომი. მსახურობდა ქ. პერმში შინაგანი ჯარის რიგებში. 1992 წლის 20 თებერვალს შევიდა საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში. იბრძოდა სამაჩაბლოში, შემდეგ კაპიტნის წოდება მიიღო და თიანეთის ბატალიონის შტაბის უფროსად დაინიშნა. 1992 წლის 14 აგვისტოდან მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში, როგორც დიდგორის ბატალიონის წევრი. კარგად ერკვეოდა ყველანაირ საბრძოლო ტექნიკაში, იყო ტანკისტი იყო, შემდგომ ტყვიამფრქვევიდან ისროდა. გადაღებული აქვს უამრავი ვიდეომასალა, არაერთხელ გამოსულა ტელევიზიით. მალე გმირობისათვის მაიორის წოდება მიიღო. ბევრი დაჭრილი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. დაიღუპა 1992 წლის 1 ნოემბერს. 2017 წელს თბილისში, საბურთალოს რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა პაატა ჯანიაშვილის სახელი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.545 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

