| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კოტე ჯანჯღავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1988 წელს გაწვეული იქნა საბჭოთა კავშირის ჯარების მესაზღვრეთა ნაწილში ქ. ლენინაკანში. სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გადმოყვანილ იქნა საქართველოში. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ მოვალეობის მოხდამდე ექვსი თვით ადრე მიატოვა სამსახური ჯარში. ჩამოვიდა თუ არა თბილისში ჩააბარა ინსტიტუტში, მოეწყო ეკონომიკის ფაკულტეტზე. პარალელურად გაერთიანდა "თეთრი გიორგის" მებრძოლთა რიგებში. ასევე იყო "შავნაბადას" ბატალიონის კონტრდაზვერვის უფროსი. საქართველოს ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბების დღიდან იბრძოდა ყველგან-შიდა ქართლსა და აფხაზეთში, ამის შემდეგ მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განსაკუთრებული სამმართველოს განყოფილების უფროსად. წოდებით იყო კაპიტანი. დაიღუპა 1992 წლის 30 აგვისტოს, გაგრაზე შტურმის დროს, სოფელ კოლხიდასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.546-547; შექმენი შენი ისტორია: mematiane.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

