| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კეთხუდოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ტფილისის გუბერნიაში. დაამთავრა პავლოვსკის I სამხედრო სასწავლებელი I თანრიგით 1889 წელს. სამხედრო სამსახური დაიწყო 1887 წელს ეკატენოსლავის ლაიბ-გრენადერთა I პოლკში. თანმიმდევრულად მიენიჭა პოდპორუჩიკის (1888), გვარდიის პოდპორუჩიკის (1889), პორუჩიკის (1893), შტაბს-კაპიტნის (1899) და კაპიტნის (1901) სამხედრო წოდებები. იყო საპოლკო ადიუტანტი, მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს. 1906 წელს ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში. 1909 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1911-1915წწ. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის მე-3 მსროლელი პოლკის შტაბ-ოფიცრად. თავის პოლკთან ერთად მონაწილეობდა 1914-1918წწ. პირველ მსოფლიო ომში. 1915-1916წწ. მსახურობდა ჰელსინგფორსის კომენდანტად. დაჯილდოებული იყო ორდენებით: 1896 - ბულგარეთის წმინდა ალექსანდრეს V ხარისხის ორდენი (1896), საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით - კავალერთა ჯვარი (1897), რუმინეთის ვარსკვლავის IV ხარისხის ორდენით (1898), იტალიის გვირგვინის ოფიცერთა ჯვრის ორდენით (1902). გენერალ-მაიორი (1916). Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

