The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა სხირტლაძე

შოთა სხირტლაძე
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:1998  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მთისკათა, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1948 წელს; მეღვინე სპეციალისტთა ერთწლიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები 1964 წელს.

1942-1944წწ. თბილისის N1 ღვინის ქარხანა, მუშა; 1949-1962წწ. ორჯონიკიძის რაიონის ქარხსამმართველოს ბორითის ღვინის ქარხნის გამგე, უფროსი მეღვინე; 1962-1966წწ. კასპის ქარხსამმართველოს მთავარი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1966-1998წწ. ოკამის ღვინის ქარხნის მთავარი ინჟინრი, ქარხნის დირექტორი. რაციონალური წინადადებებისა და გამოგონებების ავტორი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.167

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: