The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენედიქტე მაღლაკელიძე

ბენედიქტე მაღლაკელიძე
სხვა სახელი:ძაგული მაღლაკელიძე
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1906
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1974  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, მკვლევარი, მუსიკოსი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს.

1925 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მეოთხე კურსიდან ტოვებს სასწავლებელს და 1929 წელს აყალიბებს მულტფილმების სტუდიას, სადაც სხვადასხვა დროს იყო სახკინმრეწვის რეჟისორის ასისტენტი, სცენარისტი, სამულტიპლიკაციო სტუდიის დირექტორი (1929-1940); პარალელურად სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში (1939); სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი-ორდინატორი (1941), ქერჩის 341-ე მსროლელთა ლეგიონის უფროსი ექიმი (1941-1942), მძიმედ დაჭრილი მკურნალობდა ჯერ კისლოვოდსკის, შემდეგ ქ. თბილისის ჰოსპიტალში; 1942-1945წწ. თბილისის ჰოსპიტლის მეორე ქირურგიული განყოფილების უფროსი; 1946-1951წწ. საგარეჯოს რაისაავადმყოფოს მთავარი ქირურგი; 1952-1954წწ. ქ. თბილისის სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, 1954 წლიდან პარალელურად იყო ქ. თბილისის სახელმწიფო დახმარების სადგურის ექიმი-ქირურგი, 1955-1956წწ. ქ. თბილისის ნეიროქირურგიული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქირურგი, მეცნიერ-მუშაკი; 1957-1974წწ. ქ. თბილისის სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; გამოიგონა სიმსივნის წინააღმდეგ თაფლისგან ნაწარმოები სამკურნალო წამალი "კამელინის" სახელწოდებით. 14-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომლებიც ხშირად იბეჭდებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში "საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე". ერთი ნაშრომი მონოგრაფიის სახით გამოსცა სახელწოდებით: "პრეპარატ კამელინის სამკურნალო თვისება" (1966, თბილისი); წამალი "კამელინი" პირველად ქარხნული წესით გამოვიდა 1963 წელს თბილისში; მოსკოვისა და ლენინგრადის ონკოლოგიის ცენტრალურ-კვლევითი დაწესებულებების წარდგენის შემდეგ, პრეპარატი აღიარებულ იქნა და მან მიიღო მყარი ლიცენზია, რის შემდეგაც იგი დაშვებულ იქნა კლინიკებში მასიური ხმარებისათვის. 60-იანი წლების თბილისელი ჩოხოსანი. ცნობილი პრაქტიკოსი ექიმი-ქირურგი. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.263-268

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის ქირურგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: