The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი

ნინო წერეთელი-ჩოლოყაშვილი
ოფიციალური სახელი:ნინო წერეთელი
დაბადების თარიღი:1847
გარდაცვ. თარიღი:1922  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქაშუეთის ეკლესია, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

გენერალ ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე, იმერეთის მეფის, დავითი II-ის შვილიშვილი. 1882 წლის მაისში ნინო მეუღლესთან ერთად მიხაი ზიჩის მიერ მოწყობილ, ე.წ. "ვეფხისტყაოსნის ცოცხალი სურათების" დადგმაში მონაწილეობდა. მან დიდი თანხა გაიღო, რათა სპექტაკლები ქუთაისში გამართულიყო. მისივე სახსრებით შეიკერა მონაწილეთა კოსტიუმები. თავად კი, "პოემის მირთმევის" სცენაში თამარ მეფეს ასახიერებდა. "გვირგვინად მზესა თავს დაგადგამდი, ვარსკვლავებითა გათამაშებდი" ასეთი სიტყვები უძღვნა 1879 წელს პოეტმა გიორგი შერვაშიძემ მის მშვენიერებას. ქველმოქმედი.

წყარო: დადიანების დინასტია: nplg.gov.ge; დადიანები = The Dadianis : ფოტოალბომი / დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი; პროექტის ავტ.: ლიკა მამაცაშვილი [და სხვ.]; ტექსტ. ავტ. გიორგი კალანდია.-თბ.,2011.-გვ.261


გააზიარე: