The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციალა გონგლიაშვილი

ციალა გონგლიაშვილი
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1924
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 2003  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა ქარელის საგვარეულო სასაფლაო, ქარელის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ქარელი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 

1947-1952წწ. ლიტვის სსრ-ის ქ. ზარასაისის რაი-საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაერთიანების ექიმი-თერაპევტი და ინფექციონისტი; 1952-1960წწ. ქ. თბილისის სანიტარული ეპიდემიოლოგიური სადგურის ექიმი-ეპიდემიოლოგი; 1960-2001წწ. რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; კვალიფიკაცია აიმაღლა სხვადასხვა სპეციალობებში: ინფექციურ დაავადებებში (1949, ქ. ლენინგრადის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი), ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა ციკლზე (1967, ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი), განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა კურსზე (1962, ქ. სტავროპოლის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტი), ინფექციურ სნეულებათა დახელოვნების ციკლზე (ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი); იგი დაჯილდოებული იყო მრავალი ქების სიგელითა და მადლობით. ექიმი -  ინფექციონისტი და ეპიდემიოლოგი, პირველი კატეგორიის ექიმი (1960), პირველი კატეგორიის ექიმი-ინფექციონისტი (1985), რესპუბლიკის დამსახურებული პენსიონერი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.281-283

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს პრეზიდიუმის იდეოლოგიური და კულტმასიური მუდმივად მოქმედი კომისია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: