The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ჯაშიაშვილი

ზურაბ ჯაშიაშვილი
Date of birth:23 October, 1968
Date of death:15 August, 1992  (at 23 years)
Burial location:ფონიჭალის სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმი 1990 წელს.

1986-1988 წლებში გაწვეული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში, იყო ოცეულის მეთაურის მოადგილე. 1991 წლის გაზაფხულიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვარდიის) შავნაბადას ბატალიონის ოფიცერი. 1992 წლის გაზაფხულიდან იმყოფებოდა ფოთში, სადაც დისლოცირებული იყო შავნაბადას ბატალიონის ნაწილი, იბრძოდა სამაჩაბლოში და საქართველოს სხვა ცხელ წერტილებში. დაიღუპა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დროს, 1992 წლის 15 აგვისტოს დაბა ლესელიძეში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.551-552

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი, (გარდაცვალების შემდეგ)

Share: