| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შმაგი გველესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1950 წელს. 1948-1968 წლებში მუშაობდა თბილისის კონიაკ-არყის N4 ქარხანაში მუშად, ტექნოლოგად; 1968-1978 წლებში, როგორც მეღვინე-სპეციალისტი მივლინებით იმყოფებოდა ავღანეთში, კვიპროსში, საფრანგეთში; 1980 წლიდან კონიაკის ქარხნის მთავარი ტექნოლოგი; თანაავტორია კონიაკების "არაგვი", "დიდგორი", "ეგრისი", "საიუბილეო დ. სარაჯიშვილი", "თბილისი", "გრემი", "საქართველო", "ვარძია". მრავალი გამოგონებების და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. კონიაკის ცნობილი სპეციალისტი. წყარო: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები / ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.173 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

