| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლღა ალექსანდროვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტერბურგის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტის კურსი 1916 წელს. 1917-1920წწ. მუშაობდა თბილისში, ამიერკავკასიის კერძო უნივერსიტეტში, მცენარეთა ფიზიოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. ამ პერიოდში კათედრაზე მუშაობდა მისი მომავალი მეუღლე, კათედრის გამგე ვასილ ალექსანდროვი. კათედრა აერთიანებდა ორ დისციპლინას, მცენარეთა ანატომიას და მცენარეთა ფიზიოლოგიას. 1921-1927წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1919 წლიდან მისი მეუღლე ვასილ ალექსანდროვი დაინიშნა თბილისის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. სხვა ანატომებთან ერთად ისინი იწყებენ აქტიურ კვლევას მცენარეთა ანატომიაში. დაიბეჭდა მათი ნაშრომები: "შეფოთვლის აგებულებაში მოძრავი წონასწორობის შესახებ" (1923), "Ricinus communis"-ის ღეროში კონცენტრული კონების შესახებ"(1926), "მზესუმზირას ფოთლებში ზეთოვანი წვეთების შესახებ" (1926); "მზესუმზირას ლებნისქვეშა მუხლისა და ფესვების ქსილემის არქიტექტურა" (1927), "ჭურჭელ-ბოჭკოვანი კონები მზესუმზირას ღეროში, როგორც ექსპერიმენტული ანატომიის ობიექტი" (1928). 1927 წელს რუსული ბოტანიკური საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა ოლღა ალექსანდროვას სტატია "მზესუმზირას ლებნისქვეშა მუხლისა და ფესვების ქსილემის არქიტექტურა". 1927-1928 სასწავლო წლიდან ვ. ალექსანდროვის ტომსკის უნივერსიტეტში პროფესორად მიწვევასთან დაკავშირებით, ოჯახმა დატოვა თბილისი. ლენინგრადში გრძელდება მათი სამეცნიერო თანამშრომლობა. მათი კვლევების დიდი ნაწილი ხორბლის მარცვლის ანატომიის შესწავლას ეხება: "ხორბლის ანატომია" (1936), "ენდოსპერმის განვითარება მარცვლოვნებში და მისი მორფოლოგიური არსი" (1939), "ხორბლის მარცვლის ანატომია"(1948). 1930-1941წწ. იყო მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტის (სანკტ-პეტერბურგი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1935 წელს მიენიჭნა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი დისერტაციის დაცვის გარეშე. წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები=The first botanist-anatomists of Georgia /ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე.-თბ.,2016.-გვ.15-19; С.Ю Липшиц, Русские ботаники, Биографо-библиографический словарь, გვ. 29: prussia.online/Data/Book/ru
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

