The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ იაშვილი

მიხეილ იაშვილი
Date of birth:1889
Date of death:1949  (at 60 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, ხოლო 1915 წელს ოდესის უნივერსიტეტი.

მუშაობდა თურქეთში, ქ. ტრაპიზონში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მიხეილ იაშვილმა ჩამოაყალიბა წითელი ჯვრის რაზმი, რომელმაც მიზნად დაისახა ბათუმიდან დაშორებულ მაზრებში საავადმყოფოს გახსნა. დაბა ქედაში ყადირ შერვაშიძის მიერ უსასყიდლოდ გადაცემულ ორსართულიან სახლში საავადმყოფო გახსნა, ამის შესახებ წერდა გაზეთი "ბათომის ცხოვრება": "სოფელ ქედაში არსებობს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გახსნილი საავადმყოფო, რომლის უფროსი ექიმი გახლავთ ბატონი მიხეილ იაშვილი. პატივცემული ექიმი დაუზარელად მუშაობს და დიდ დახმარებას უჩენს ადგილობრივ მცხოვრებთ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ დაწესებულებას ნაკლებ ყურადღებას აქცევს ხსენებული საზოგადოება, რის გამოც დიდ გაჭირვებას განიცდის საავადმყოფოს პერსონალი, მისი არსებობა აუცილებელია და საჭირო განსაკუთრებული ყურადღება იქნეს მიქცეული ვისგანაც ჯერ არს." (№5 იანვარი 1921, გვ. 4). საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მიხეილ იაშვილი მუშაობდა ლაგოდეხში, შემდეგ თბილისის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ერთ-ერთი სექტორის გამგე და თბილისის მე-15 პოლიკლინიკის ექიმი იყო. პოეტ პაოლო იაშვილის, ფინანსისტ კონსტანტინე იაშვილის და ვასილ (ჭუნია) იაშვილის ძმა.

წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...) : წ. 1 : (... უძველესი დროიდან 1945 წლამდე) / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.112-113; ქვემო აჭარის რაიონი / ქ. მეგრელიძე // ბათომის ცხოვრება : ყოველდღიური დემოკრატიული ორგანო.- ბათომი,1921.-7 იანვარი.-N 5.- გვ.4


Share: