| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერმანე ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1918 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1920 წელს გერმანე ურუშაძე სამუშაოდ ბათუმში ჩავიდა. პროფესორების ი. შიროკოგოროვისა და ს. ამირეჯიბის ხელმძღვანელობით ის აქტიურად ჩაება შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში, პირადად ატარებდა პროფილაქტიკურ აცრებს. 1922 წლიდან იყო ექიმთა საზოგადოების წევრი, კვალიფიკაციას იმაღლებდა პროფესორ ს. ვირსალაძესთან, მონაწილეობდა მალარიის საწინააღმდეგო ექსპედიციებში. თერაპიული დახმარების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი აჭარაში. წყარო: რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...) : წ. 1 : (... უძველესი დროიდან 1945 წლამდე) / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.114; გ. ფ. ურუშაძე : [ნეკროლოგი] // საბჭოთა აჭარა. - ბათუმი, 1969. - 21 თებერვალი ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

