The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ აბრამიშვილი

თამარ აბრამიშვილი
Date of birth:31 March, 1986  (40 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკაკულტეტის ბაკალავრიატი 2009 წელს; მაგისტრატურა 2011 წელს. 

2012 წლიდან მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ტექნიკურ რედაქტორად; 2024 წლიდან ფოლკლორის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად. იგი თანაშემდგენელია ი. ჭავჭავაძის 20 ტომეულის მე-20 საცნობარო ტომისა (2022). მისი ინტერესთა სფერო, ძირითადად, მოიცავს ქართული პოსტმოდერნისტული მწერლობის კვლევას, ქართული კლასიკისა და პოსტმოდერნიზმის ურთიერთმიმართებას, თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ანალიზს, რაც აისახა სამაგისტრო ნამშრომში "კლასიკური ტექსტის რეკონსტრუქცია პოსტმოდერნულ ნარატივში" და სტატიებში "რეალისტური და პოსტმოდერნისტული ლუარსაბი" (2009), "კლასიკური ტექსტის რეკონსტრუქცია პოსტმოდერნულ ნარატივში შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნისა" და აკა მორჩილაძის "ფრიდონიანის" მიხედვით" (2012); ასევე დაინტერესებულია ჯადოსნური და ლიტერატურული ზღაპრის ურთიერთმიმართების საკითხებით, რაც ასახულია სტატიაში "ვაჟა-ფშაველას "უიღბლო იღბლიანის" ხალხურ ზღაპართან მიმართების ზოგიერთი ასპექტი" (2024). იკლევს ქართული ფენტეზისა და ხალხური ზღაპრის ურთიერთმიმართების საკითხს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


Share: