The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია გაჩეჩილაძე

მამია გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1936
გარდაცვ. თარიღი:9 იანვარი, 2002  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხაშურის ქალაქის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტული ფაკულტეტი 1963 წელს.

1955-1958წწ. მუშაობდა ხაშურის რაიონის სხვადასხვა დაწესებულებაში; 1964-1966წწ. განაგებდა ხაშურის რაიონის დაბა სურამის სააფთიაქო მარაგს; 1966-1970წწ. იყო ვალეს ცენტრალური რაიონული აფთიაქის გამგე; 1970-1971წწ. დაბა სურამის აფთიაქის გამგე; 1971-1977წწ. ხაშურის ცენტრალური რაიონული აფთიაქის ფარმაკონტროლიორი; 1977-1978წწ. ხარაგაულის რაიონის სოფელ მოლითის აფთიაქის გამგე; 1978-1985წწ. ყაზბეგის ცენტრალური რაიონული აფთიაქის გამგე; 1985-2002წწ. დაბა სურამის აფთიაქის გამგე. დაჯილდოებული იყო მრავალი სიგელით, მედლითა და მადლობით, მინიჭებული ჰქონდა საქართველოს პროვიზორ-ორგანიზატორის უმაღლესი კატეგორია. პროვიზორი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.281-284

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დაბა სურამის საბჭო, დეპუტატი
  • ქ. ხაშურის საკრებულო, წევრი

გააზიარე: