| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სეფე ლორთქიფანიძე![]()
Biography1917 წელს ირიცხებოდა რუსეთის იმპერიის არმიის მე-14 კავკასიური მსროლელი დივიზიის პოდპორუჩიკად. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, შემდეგ მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯარში, შტაბს-კაპიტნის წოდებით მეთაურობდა №3 ჯავშნოსან მატარებელს. 1920 წელს სცადა წინააღმდეგობა გაეწია აზერბაიჯანში შეჭრილი წითელი არმიის ნაწილებისთვის. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ მეთაურობდა ე. წ. სპარსეთის საბჭოთა რესპუბლიკის ბრიგადას (სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ცნობილია, როგორც გილანის საბჭოთა რესპუბლიკა, ეს იყო ხანმოკლე საბჭოთა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩრდილოეთ ირანში (გილანის ოსტანი), რომელიც 1920 წლის ივნისში დაარსდა. რესპუბლიკა არსებობდა 1921 წლის სექტემბრამდე, საბჭოთა რუსეთის მხარდაჭერითა და წითელი არმიის დახმარებით, ადგილობრივი "ჯანგალის" მოძრაობის ბაზაზე). 1921 წლიდან მუშაობდა საქართველოს "სახკინმრეწვში". მონაწილეობდა ფილმებში: "ჯანყი გურიაში" (რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა, 1928 წელი), "საბა" (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1929 წელი), "ნახვამდის" (რეჟისორი გიორგი მაკაროვი, 1934 წელი), "არსენა" (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, 1937). რეპრესირებული იქნა 1937 წელს. (სეფე ფარნაოზის ძე ლორთქიფანიძე). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; kinoteka.ge (ფოტო); news.day.az; nobility.pro Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

