The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ანთელავა

გიორგი ანთელავა
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1961 წელს.

1962-1982წწ., 1985-2006წწ. იყო აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1982-1985წწ. მუშაობდა ხალხთა მეგობრობის მუზეუმში; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1998); 2000-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად. მისი კვლევის სფეროებია: თურქული ენის განვითარების ისტორია; თურქული ლექსიკოლოგია; თურქების მიგრაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში: "სალიტერატურო თურქულის რეფორმამდელი ლექსიკის შესახებ" (1968); "Турецкое лингвистическое общество и некоторые воп-росы реформы турецкого литературного языка" (1975); "თანამედროვე თურქული სალიტერატურო ენის ზოგიერთი სიტყვაწარმოებითი აფიქსის შესახებ" (1975). ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1971), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2004). თურქოლოგი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: