| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია არველაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გარდაბანი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1989 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა, ტექსტოლოგიის სპეციალობით 1998 წელს; მართვის ევროპის უმაღლესი სკოლა ESM - ბიზნესის დაგეგმარების, ანალიზისა და ადმინისტრაციის სპეციალობა ESM BS-01-062-975 2008 წელს. 1990-1997წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1997-2000წწ. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის უცხო ენათა კათედრის მასწავლებელი; 2000-2004წწ. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის უცხო ენათა კათედრის უფროსი მასწავლებელი; 2004-2005წწ. თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრის დოცენტი; 2005-2006წწ. თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2006-2009წწ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2009-2017წწ. ტექსტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი; 2017-2021წწ. ქართ. ლიტერატურის განყ-ების მეცნიერ თანამშრომელი; 2021 წელს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ტექსტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი; არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის მონაწილე და მომხსენებელი; 2024-2026წწ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ნ. ბარათაშვილის თხზულებათა აკად. ორტომეულის გამოცემის და ცხოვრების, შემოქმედების ორენოვანი ციფრული მატიანეს მკვლევარი; 2020-2023წწ. ალ. ორბელიანის თხზულებების აკადემიური ხუთტომეულის გამოცემის მკვლევარი; 2009-2010წწ. გამოსაცემად მოამზადა ა. წერეთლის თხზულებათა სრული კრებული 20 ტომად: I-X ტ. და 2013-2016წწ. XI-XX ტ.; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1999), აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

