The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან რუსია

ვალერიან რუსია
Date of birth:10 May, 1908
Date of death:7 November, 1976  (at 68 years)
Burial location:თბილისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქოლობანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1937 წელს.

1937-1938წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკის ბავშვთა ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1938-1940წწ. ქ. ხაშურის პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი და ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი; 1940-1941წწ. ქ. ხაშურის სასწრაფო დახმარების გამგე; 1941 წლიდან ქ. ხაშურის რაისაავადმყოფოს გამგე და ამავდროულად ქირურგიული განყოფილების და სისხლის გადასხმის ფილიალის გამგე; 1941-1945წწ. ევაკოჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების უფროსი; 1946-1947წწ. ხაშურის სამედიცინო სასწავლებლის დირექტორი, შეთავსებით - მოზრდილთა პოლიკლინიკის ქირურგი; 1947-1948წწ. სურამის საკურორტო სამმართველოს დირექტორი; 1948-1949წწ. სურამის საექიმო უბნის გამგე; 1949-1958წწ. ხაშურის პოლიკლინიკის ქირურგი; 1958-1976წწ. სურამის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ხოლო შეთავსებით განყოფილების გამგე; მან კვალიფიკაცია აიმაღლა ტრავმატოლოგიაში ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში 1957 წელს; 1958 წელს დააარსა სურამის ორთოპედ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო და 18 წლის მანძილზე იყო მისი უცვლელი ხელმძღვანელი; მის დამსახურებად ითვლება საავადმყოფოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, სამედიცინო კადრების შერჩევა-დაკომპლექტება და მკურნალობის თანამედროვე, პროგრესული მეთოდების დანერგვა; მისი ორგანიზებით საავადმყოფო აღმოსავლეთ საქართველოს 8 რაიონს უწევდა აქტიურ სამსახურს; ომის შემდეგ დიდი პასუხისმგებლობით ასრულებდა პარტიულ და საზოგადოებრივ დავალებას. დაჯილდოებული იყო მედლებითა და ორდენებით, საპატიო სიგელებითა და მადლობებით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბა სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოს ეწოდა ვ. რუსიას სახელი. მინიჭებული ჰქონდა "პირველი კატეგორიის ტრავმატოლოგ-ორთოპედის" წოდება (1967), ექიმი-ტრავმატოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი საქართველოში.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.315-316

Member of Organizations

  • ევაკოჰოსპიტლის პარტიული ბიურო, მდივანი
  • საქართველოს ხაშურის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია, დელეგატი
  • სურამის სადაბო საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1955 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1946 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: