| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი კაჭახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. ათი წლიდან მუშაობდა ბათუმის როტშილდის ქარხნაში. სოფლის ორკლასიანი სასწავლებელის დამთავრების შემდეგ, ივანე გომართელის რჩევით ქუთაისის კერძო სკოლის 6 კლასი დაამთავრა. 1904 წლიდან მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს აფთიაქში და იქვე არსებულ საფერშლო სკოლაში სწავლობდა. დააპატიმრეს რევოლუციური პროკლამაციების გავრცელებისათვის. 1908 წლიდან გიორგი კაჭახიძე ბათუმში გადავიდა და 6 წლის განმავლობაში ქალაქის საავადმყოფოს აფთიაქის გამგედ მუშაობდა. ხულოს მოსახლეობას მატერიალურ დახმარებას უწევდა საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოება. 1915 წელს ამ საზოგადოებამ მაზრაში თავისი წარმომადგნელი, ფერშალი გიორგი კაჭახიძე გაგზავნა, რომელმაც, პროფესიული მოვალეობის გარდა, დიდი საქველმოქმედო და პატრიოტული მოძრაობა გააჩაღა. ამ დროისათვის ზემო აჭარაში არ მომხდარა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც გიორგი კაჭახიძე არ გამოხმაურებოდა. ის უფრო ადრეც მუშაობდა ბათუმში. მიუხედავად ამისა ამ პიროვნებაზე თითქმის არაფერი დაწერილა (გამონაკლისია ზ. თევდორაძესთან ერთად ჩვენს მიერ გამოქვეყნებული წერილი ჟურნალი "ჭოროხი", №б 198I, გვ. 72-77). 1915-1917 წლებში, ხულოში მუშაობის პერიოდში იგი უანგაროდ ემსახურებოდა მოსახლეობას, მონაწილეობდა მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემის გადაწყვეტაში. საგაზეთო სტატიებში გაბედულად ამხელდა ხელისუფლების ადგილობრივი მოხელეების ძალმომრეობასა და უკანონობას, აღწერდა აჭარის მოსახლეობის უმწეო მდგომარეობას და მოუწოდებდა ქართველ საზოგადოებრიობას დახმარების ხელი გაეწოდებინათ მათთვის. 1918 წელს გიორგი კაჭახიძე ჩაირიცხა ახლად გახსნილი ქართული უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ კოჯრის საექიმო უბნის გამგედ და ბავშვთა სანატორიუმის მთავარ ექიმად დანიშნეს, ამის შემდეგ მთელი სიცოცხლე ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოებისა და სანატორიუმების გახსნა-გაფართოებას მოახმარა. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. გარდა სამედიცინო საქმიანობისა ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი კაჭახიძის ჟურნალისტური საქმიანობა, სადაც ნათლად ჩანს ქართველი ქველმოქმედის, ნამდვილი პატრიოტის ღვაწლი. წყარო: მამულიშვილური ვალი : ექიმ გიორგი კაჭახიძის ცხოვრება და მოღვაწეობა / რ. სურმანიძე // ჭოროხი. - 1982. - N6. - გვ.72-77; რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.68-69 Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

