| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ბაშელეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1985 წელს; ასპირანტურა 1990 წელს. 1978-1980წწ. იყო ბათუმის რადიოსა და ტელევიზიის კორესპონდენტი; 1985-1987წწ. ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1993-2001წწ. ქ. მოსკოვის რუსულ-ქართული გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 2001-2003წწ. ჟურნალ "მნათობის" საკუთარი კორესპონდენტი მოსკოვში; 2003-2023წწ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ირანული ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტის დოცენტი; 2023 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. მისი სამეცნიერო ინტერესთა სფერო ძირითადად მოიცავს ქრისტიანული ლიტერატურის საკითხებს; იკვლევს ასკეტურ-მისტიკურ ტოპოსთა გენეზისს, მიმართავს ბიბლიოლოგიურ, ეგზეგეტიკურ, ასკეტიკურ და მისტიკურ ლიტერატურას აგიოგრაფიული ტოპოსების წარმომავლობის დასადგენად, მონასტრული კონსტიტუციებისა და წესების შესასწავლად; შეისწავლა რემარკების როლი და ფუნქცია ოშკისა და მცხეთის ბიბლიაში, სათაურის თარგმნის პრობლემა და მისი პირველწყაროები; გამოქვეყნებული აქვს (რუსულ ენაზე) რუსთველოგიური მიმართულების სტატიებიც, რომლებშიც განხილულია მეგატექსტის ის მოდიფიცირებული კონტექსტები, რომლებიც სპარსულ და არაბულ ლიტერატურაშიც გვხდება; წლების განმავლობაში თანამშრომლობდა რუსეთის დიდ ენციკლოპედიასთან - არის ავტორი ან თანაავტორი სტატიებისა: "საქართველო", "ქართული ფოლკლორი", "ქართული ლიტერატურა"; აგრეთვე, პერსონალიების (ქართვ. მწერლების, პოეტების, საზოგადო მოღვაწეების) შესახებ მომზადებული საენციკლოპედიო პუბლიკაციებისა. ფილოლოგიის დოქტორი (2001). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

