| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეილა გეგუჩაძე![]()
Biography1967 წლიდან ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქართული ენის კათედრაზე. 1979 წლიდან იყო ზემოხსენებული კათედრის დოცენტი; 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 2010 წლიდან საპატიო პროფესორი. იყო მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, იყო ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, რამდენიმე საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი. ათეული წლის განმავლობაში ის ახალი ქართული ენის კურსს უკითხავდა უნივერსიტეტელ ჰუმანიტართა თაობებს ფილოლოგიის თუ აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტებზე, იყო სტუდენტთა საენათმეცნიერო წრის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა (შემდგომ - ჰუმანიტარული ფაკულტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-ფილოლოგთა) შრომების ათი ტომი (1997-2006). 1994 წლიდან იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენის პედაგოგი; 2012 წლიდან ამავე სასწავლებლის პროფესორი და სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სამეცნიერო ნააზრევის გაცვლა-გაზიარების ტრადიცია - სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციები. დაიცვა დისერტაცია ფილოლოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (1974). დოქტორი, პროფესორი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge; სასულიერო აკადემია და სემინარია: tsas.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

