| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან გელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2005 წელს; მაგისტრატურა 2007 წელს და დოქტორანტურა 2018 წელს; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 2005 წელს. 2014 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის შტატგარეშე თანამშრომელია; 2018 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; მისი ინტერესის სფეროა ქართული მოდერნიზმი და ავანგარდიზმი, ლიტერატურისა და კინოს ურთიერთმიმართების საკითხები; იგი არის შემდგენელი კრებულებისა "ქართული ავანგარდიზმი" (2021) და "საქართველოს კინოთეატრები. Georgian Movie Theaters. ქრონიკები, 1920-1990 წწ." (2022). დაჯილდოებულია წლის ეროვნული ჯილდოთი, პირველი ფერადი ილუსტრირებული "ვეფხისტყაოსნის" სამაგიდო თამაშის შექმნისთვის (2016). კინომცოდნე, ფილოლოგიის დოქტორი (2019). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

