| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე გოგიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს; ასპირანტურა 2001 წელს. მიღებული აქვს სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდიები გერმანიაში: გიუნტერ ფინდელის (1998-1999), მაინცის ევროპის ისტორიის ინს-ტის (2000-2002), DAAD (2004, 2009, 2001), ვოლფენბიუტელის ჰერცოგ აუგუსტის ბიბ-კის (2005, 2007), ფრიც ტისენის (2008-2009) სტიპენდიატი ერფურტის უნ-ტსა და გოთას სამეცნ. ბიბ-კაში. 2003-2006წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორანტი; 2006-2018წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; კითხულობს საუნივერსიტეტო კურსებს სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაში: ზღაპრის მორფოლოგია, თანამედროვე თეორიები მითოლოგიასა და ფოლკლორისტიკაში, ამერიკის ხალხთა მითოლოგია, სკანდინავიური მითოლოგია, ჩერქეზული ფოლკლორი და ლიტერატურა და სხვ.; მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვული სამეცნიერო ფონდის პროექტი "აღმოსავლეთი და დასავლეთი ქართულ ხალხურ ზღაპრებში: ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები" (2019); ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 30-მდე უცხოურ პერიოდულ გამოცემებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2018). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯადოსნური ზღაპრის მითოსური და რელიგიური ასპექტები" (ხელმძღვანელი პროფ. ზურაბ კიკნაძე), დაიცვა 2002 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

