The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არნოლდ მორიცი

ოფიციალური სახელი:პაულ ჰაინრიხ არნოლდ მორიცი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1821
გარდაცვ. თარიღი:1902  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ასტრონომი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: რუსეთის იმპერიის ესტლანდიის გუბერნიაში (ამჟამად ესტონეთი).

სწავლობდა დერპტის (გერმანულად - Dorpat, ამჟამად ტარტუ) უნივერსიტეტში.

არნოლდ მორიცი საქართველოში სავარაუდოდ, 1847 წელს ჩამოვიდა და თბილისის მაგნიტურ ობსერვატორიაში დამკვირვებლად დაიწყო მუშაობა. 1851 წელს კი, 30 წლის ასაკში, იგი თბილისის ობსერვატორიის დირექტორად დაინიშნა. 1860 წელს მეცნიერმა საფუძველი ჩაუყარა კუკიის ობსერვატორიის მშენებლობას. 1867 წლიდან თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიურ ობსერვატორიას ფიზიკური უწოდეს და დირექტორად არნოლდ მორიცი დაინიშნა. მის სახელს უკავშირდება თბილისისა და სტავროპოლის ობსერვატორიების გეგმები; კახეთსა და ახტალაში გაზისა და მინერალური საბადოების აღმოჩენა და აფთიაქარ ვიტეს დახმარებით კავკასიური ნავთობისაგან პარაფინის სანთლების დამზადება; არნოლდ მორიცს ეკუთვნის ორტომეული – "მასალები კავკასიის კლიმატოლოგიის შესახებ". არნოლდ მორიცმა თბილისი 1878-1879 წლებში დატოვა. მეტეოროლოგი, მაგნიტოლოგი. (თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის აღმშენებლები და მისი არქიტექტურის გენეტიკური საფუძველი / მაია მანია. ცნობები ობსერვატორიის აშენებაში მონაწილე გერმანელ მეცნიერებსა და არქიტექტორზე. ობსერვატორიის პირველი დირექტორის არნოლდ მორიცის ცხოვრება და მოღვაწეობა. მანია მაია. ევროპელი არქიტექტორები თბილისში. თბილისი, 2006. გვ. 84-124). 

წყარო: ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen / ალბომზე მუშაობდნენ: სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი, ოთარ ჯანელიძე [და სხვა].-თბ.,2023.-გვ.120; facebook.com


გააზიარე: