| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სალომე ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ქ. აშხაბადის (თურქმენეთის) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, სამკურნალო ფაკულტეტი. 1989-1991წწ. თურქმენეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, გაიარა კლინიკური ორდინატურა შინაგან სნეულებების კათედრაზე; 1991-1996წწ. ორდინატურის დასრულებისთანავე სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ენდო-კრინოლოგიურ ცენტრში სწავლობდა, იქვე გაიარა მეორე კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა. 1996 წელს უდიდესი გამოცდილებით დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო ბათუმის "დიაგნოსტიკისა და აღდგენითი მკურნალობის ცენტრში" ექიმ-ენდოკრინოლოგად; 2002 წლიდან დღემდე შ.პ.ს. "ნაკაშიძე და კომპანიის" კლინიკა "პარაცელსის" ექიმი-ენდოკრინოლოგი; 2005 წლიდან დაინიშნა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად; 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიულ დეპარტამენტს; 2013 წლის თებერვლიდან არის შპს "უნიმედი აჭარა", თერაპიული დეპარტამენტისა და ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პედაგოგი. დაჯილდოვებულია სხვადასხვა სამთავრობო ჯილდოთი, მათ შორის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სიგელით; ენდოკრინოლოგი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის კლინიკური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.130 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

