Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
კლაუდიო დებიაზი
| Date of birth: | 1 January, 1954 (72 years) |
| Category: | Educator, Technologist, Philologist |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. როვერეტო, იტალია.
დაამთავრა კომერციულ-ტექნიკური ინსტიტუტი ვაჭრობა-ეკონომიკის ექსპერტის სპეციალობით; 1973-1980წწ. ვერონასა და ურბინოს უნივერსიტეტებში სწავლობდა უცხო ენების ფაკულტეტებზე.
1983-1988წწ. ტრენტინო–ალტო–ადიჯეში საშუალო და ტექნიკურ სკოლების გერმანული და იტალიური ენების მასწავლებლად მუშაობდა. 1985-1986წწ. სტაჟირებაზე იმყოფებოდა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში. 1988 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში. ის იყო ვატიკანის საელჩოს უფლებამოსილი პირი საქართველოში ადმინისტრაციულ საკითხების მოგვარებაში (1990); 2003-2005წწ. ევროპის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი იტალიის საელჩომ დანიშნა საქართველოში მყოფი იტალიელი ბიზნესმენების კოორდინატორად (2006). მისი თანაავტორობით გამოიცა იტალიურ–ქართული ლექსიკონის I (1999) და II ტომი (2004). მეცნიერის მონაწილეობით გამოიცა ქართული ენის სახელმძღვანელო იტალიელებისათვის (2002). აქტიურად თანამშრომლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებში (2004). საქართველოსა და იტალიას შორის სამეცნიერო-კულტურული კონტაქტების დამყარების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იტალიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (25. 06. 2007).
წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
Bibliography
- ქართულ-იტალიური, იტალიურ-ქართული ლექსიკონი = Dizionario tascabile Georgiano-Italiano, Italiano-georgiano (Co-Author). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 442გვ.. - ISBN: 9789941251108
- ჩაო იტალია! = Ciao Italia! : ქართულ-იტალიური სასაუბრო : ტრანსკრიფციით ქართულად (Co-Author). - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 218გვ.. - ISBN: 9789941107887
- ქართულ-იტალიური ლექსიკონი = Dizionario georgiano-italiano : ტრანსკრიფციით იტალიურ ენაზე (Co-Author). - თბილისი, მერიდიანი, 2011. - 568გვ.. - ISBN: 9789941103223
- ჩაო ჯეორჯა! = Ciao Georgia! : იტალიურ-ქართული სასაუბრო : : ტრანსკრიფციით იტალიურ ენაზე (Co-Author). - თბილისი, თბილისის სპამბა, 2008. - 444გვ.. - ISBN: 9789941002984
|