The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დალი გიორგაძე

დალი გიორგაძე
Date of birth:5 March, 1937  (89 years)
Category:Ethnologist, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ფაკელტეტი 1962 წელს

1962-1967წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების სტაჟიორი. პერიოდულად ხელშეკრულებით ასრულბდა უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის მოვალეობას. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ამ წლებში განხორციელებული ყველა ეთნოგრაფიული ექსპედიციის მუშაობაში. 1968 წლიდან გახდა ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1980-2006წწ. მუშაობდა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოლოგიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტში მუშაობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საინსტიტუტო, რესპუბლიკურ და საკავშირო სამეცნიერო კონფერენციებში. 1994–1998წწ. კითხულობდა რელიგიის ისტორიის კურსს თბილისის კერძო უნივერსიტეტ "გეორგია"-ში, აფხაზეთის უნივერსიტეტში და ქ. რუსთავის დამოუკიდებელ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს ოთხმოცდაათმდე სტატია სამეცნიერო და ლიტერატურულ გამოცემებში. ისტორიის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიცვალებულის კულტი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში", დაიცვა 1977 წელს.

Bibliography


Share: