| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ვეფხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს; ასპირანტურა 1987 წელს. 1983-1999წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრის (ყოფ. ხალხთა მეგობრობის მუზეუმი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი1999-2002წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალურ ხელოვნებათა კათედრის ლექტორი; 1999-2002წწ. იყო საქართველოს განათლების სისტემის რეფორმის პროგრამის "ვ-კომპონენტის" – "განათლების სისტემის დაწესებულებათა ფინანსური და რესურსული უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემუშავება" — ექსპერტი; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი (2005); 2004-2006წწ. იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმებისა და სტანდარტების სამმართველოს უფროსი; 2006-2010წწ. მონაწილეობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიცია "სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის" საქმიანობაში, როგორც სამოქალაქო განათლების ექსპერტი; 2006-2017წწ. შპს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; 2007-2012წწ. სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2012-2017წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2017-2019წწ. კანცელარიის უფროსი; ვიცე-რექტორის მრჩეველი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებში (2017); 2012-2025წწ. იყო სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსულტანტი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში; 2019-2025წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი; არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი (2017), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი საბჭოს განათლების მეთოდოლოგიის ექსპერტი (2025), უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2024); სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს წევრი (2021), სააპელაციო საბჭოს წევრი (2020), სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი (2025); მისი სტატიები გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გმოცემებში. ასოცირებული პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1990), ფილოლოგიის დოქტორი (2005). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი: tafu.edu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

