The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო თოთიბაძე

სოფიო თოთიბაძე
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1993  (33 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება.

2015-2016წწ. და 2019-2022წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენათა შემსწავლელი ცენტრის ინგლისური ენის მასწავლებელი; 2018-2020წწ. თბილისის სან დიეგოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2020-2022წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 2023 წლიდან ენათა შემსწავლელი ცენტრის უფროსი სპეციალისტი; 2022-2023წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი; 2023 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; ფილოლოგიის დოქტორი (2020); როგორც ლექტორი, კითხულობდა ლექციებს უნგრეთის კ. გასპარის უნივერსიტეტში; მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომი. სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა შემდეგ კურსებს: ინგლისურ ფილოლოგიას ბაკალავრიატის საფეხურზე: საჯარო მეტყველება (ლექცია-სემინარი); გამოყენებითი ლინგვისტიკა და მეორე ენის შესწავლა (ლექცია-სემინარი); ინგლისური ფილოლოგიის შესავალი (სემინარი); ბრიტანეთმცოდნეობის შესავალი (სემინარი); მაგისტრატურის საფეხურზე: ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი, ქართულ-ინგლისური ლიტერატურისა და კულტურული ურთიერთობები (სემინარი); გენდერის ლინგვისტური მახასიათებლები (ლექცია-სემინარი); თარგმანმცოდნეობის კვლევის მეთოდები (ლექცია-სემინარი); ინგლისური ტექსტისა და დისკურსის კვლევის მეთოდები (ლექცია-სემინარი); მისი კვლევის სფეროებია: სოციოლინგვისტიკა, მეტაფორის თეორია, გენდერის დისკურსი. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე შრომა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პერიოდულ გამოცემებში; არის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე პროექტის ახალგაზრდა მეცნიერი და მონაწილე; მისი მონაწილეობით შეიქმნა ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემთა ბაზა (ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, თურქულ და არაბულ ეკვივალენტებით), რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე განსხვავებული კულტურის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემებთან შედარება–შეპირისპირებით, ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების ელექტრონული ბაზის შექმნას; დასახელებული ენების იდიომებისა და ანდაზების ენათაშორისი ეკვივალენტობისა და მათი კულტუროლოგიური ასპექტების წარმოჩენას.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: