| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ტიმოფეევი![]()
Biographyდაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატყეო განყოფილება. 1919 წლიდან მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში ვასილ ალექსანდროვის ხელმძღვანელობით. 1929 წელს დაინიშნა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. ინსტიტუტის დამთავრებამდე ტიმოფეევი არჩეულ იქნა უნივერსიტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად, ხოლო 1929 წელს – ლექტორად. ბოტანიკური ბაღის მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში ნაყოფიერად მუშაობდა ვასილ ალექსანდროვის ხელმძღვანელობით. ისინი ერთობლივად აქვეყნებენ კვლევის შედეგებს ქართულ, რუსულ და გერმანულ ჟურნალებში: "ფოთლის აგებულება და წყლით მომარაგება" (ვ. ალექსანდროვი, ო. ალექსანდროვა, ა. ტიმოფეევი, 1921), "ღეროს აგებულების პროექციისათვის ფოთლის აგებულებაზე მერქნიან მცენარეებში" (ვ. ალექსანდროვი, ა. ტიმოფეევი, 1923), "სახამებლის შემცველობის დღეღამური ცვლილება ფოთლებში, რომლებიც წვრილი ძარღვების ირგვლივ შეიცავს გამოკვეთილ პარენქიმატოზულ შემომფენს" (ვ. ალექსანდროვი, ა. ტიმოფეევი, ქ. ცხაკაია, მ. შანიძე, 1926), "ღეროსა და ყუნწის წყლის გამტარი სისტემის რიცხობრივი აღრიცხვის ცდა" ( ვ. ალექსანდროვი, ო. ალექსანდროვა, ა. ტიმოფეევი, 1926), "მუღანის გელის ჰალოფიტების ანატომიური ანალიზი" (ა. ტიმოფეევი, 1929); დამოუკიდებლად ჰქონდა გამოქვეყნებული ორი ნაშრომი. ორივე დაიბეჭდა რუსული ბოტანიკური საზოგადოების ჟურნალში; პირველი ნაშრომი ეხებოდა სახამებლის გარდაქმნის თავისებურებას კაკლის (Juglans regia) მერქანში (1923), რომელშიც ავტორი იკვლევს მერქნის უჯრედებში სამარაგო ნივთიერებათა მდგომარეობის დამოკიდებულებას გარემოიანი ფორების არსებობაზე; მეორე ნაშრომში განხილულია მერქნის გულის წარმოქმნის პროცესი კევის ხის (Pistacia mutica) მაგალითზე (1928). ვ. ალექსანდროვის ხელმძღვანელობით ლაბორატორიაში მიმდინარეობდა მეტად მნიშვნელოვანი კვლევა მცენარეების ფოთლებში ასიმილატების სინთეზსა და ტრანსპორტირებაში შემომფენი უჯრედების როლისა. კვლევებს ატარებდნენ ა. ტიმოფეევი, ქ. ცხაკაია და მ. შანიძე. ნაშრომი, რომელიც მიეძღვნა ამ საკითხს, გამოქვეყნდა რუსული ბოტანიკური საზოგადოების ჟურნალში 1926 წელს. 1929 წლის 29 დეკემბერს ალექსანდრე ტიმოფეევი მოულოდნელად მენინგიტით გარდაიცვალა. წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე.-თბ.,2016.-გვ.27-36
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

