The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ტუღუში

თეიმურაზ ტუღუში
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1976  (49 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით სამართალმცოდნეობა 1998 წელს.

1999-2003წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის გურიის სამსახურის უფროსი; 2003-2004წწ. ოზურგეთის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსი; 2004-2005წწ. ფოთის საგადასახადო ინსპექცია იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2005-2006წწ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია, იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსი; 2006 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად; 2006-2010წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლი; 2010-2014წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2014-2016წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი; 2016 წლის 2 ოქტომბერიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი; 2016 წლის 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

წყარო: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი: constcourt.ge


გააზიარე: