The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელდარ იბერი

ელდარ იბერი
Legal name:ელდარ საღინაძე
Date of birth:7 February, 1939  (87 years)
Category:Scientist, Educator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1962 წელს; ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლა მოსკოვში 1974 წელს.

1963-1972წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში რადიოს სამეცნიერო გადაცემათა რედაქციაში უმცროს, შემდეგ უფროს რედაქტორად; 1975–1980წწ. იყო ტელემაუწყებლობის განხრით: ახალგაზრდული ტელერადიოპროგრამების გაერთიანების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე, ტელევიზიის საბავშვო პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, სატელევიზიო პროგრამების მთავარი დირექციის მთავარი დირექტორი; 1983–1987წწ. საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1980–1983წწ. ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მასობრივი ინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალებათა ფუნქციონირებისა და ეფექტიანობის სოციალური შესწავლის ლაბორატორიაში უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1987 წელს დაუბრუნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ტელერადიოჟურნალისტიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე; მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება (1996); 2005–2012წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან ეწევა სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობას, როგორც მოწვეული ლექტორი; მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მასობრივი კომუნიკაციის თეორიას, რადიო და ტელემაუწყებლობის ისტორიასა და ფუნცქიონირების საკითხებს; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მათ შორის: "რადიოჟურნალისტიკა" (1996), რ. სურგულაძესთან თანაავტორობით - "მასობრივი კომუნიკაცია: თეორიის საკითხები" (2003), მკვლევართა ჯგუფთან ერთად - "საქართველოს რადიოს ისტორია" (2009), "საქართველოს ტელევიზიის ისტორია" (2016), "ელექტრონული მედიის პროგრამირება" (2018). მისი ნაშრომები გამოყენებულია ჟურნალისტიკის სასწავლო პროგრამებში; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრებაში: 1996–2003წწ. იყო ტელერადიოჟურნალისტიკის კათედრის სამეცნიერო კრებულის "ტელერადიოჟურნალისტიკის საკითხები" - ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედკოლეგიის წევრი, სადისერტაციო და სპეციალიზებული საბჭოების წევრი, სადოქტორო პროგრამისა და სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელი; მედიის მკვლევარი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა საკანდიდატი (1981), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სატელევიზიო პროპაგანდის როლი სოციალური აღზრდის სისტემაში", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რადიომაუწყებლობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემაში", დაიცვა 1999.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Bibliography


Share: