| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ შანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა ბოტანიკური ბაღის ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში. 1924-1926წწ. მარიამ შანიძის მიერ გერმანულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნდა ნაშრომი "გამომტანი ნაკადების (დაღმავალი ნაკადების) ინტენსივობის გავლენა ფოთლის ღრუბლისებრი პარენქიმის ელემენტების მახასიათებლებზე". 1925 წელს რუსული ბოტანიკური საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა ვასილ ალექსანდროვისა და მარიამ შანიძის სტატია: "მცენარეების პლასტიდების მრავალგვარობისა და მათი ზომების ცვლილებების შესახებ ასიმილაციურ მოქმედებასთან დაკავშირებით". ამ პერიოდში დაიწყო საქართველოში პირველი კვლევები ჩაის მცენარეზე, რომლებსაც ატარებდნენ ქეთო აბესაძე, მარიამ შანიძე და თამარ კეზელი. გამოვლინდა ეთერზეთებისა და მთრიმლავ ნივთიერებათა შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულება და დადგინდა მათი მკვეთრი მერყეობა დღე-ღამის განმავლობაში. ამ გამოკვლევის შედეგებმა დიდი სამსახური გაუწია ქართველ სელექციონერებს. კითხულობდა ლექციებს და ატარებდა პრაქტიკულ სამუშაოებს სტუდენტებთან. 1961-1967წწ. ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოს სსრ მცენარეთა დაცვის ინსტიტუტთან ჰუმოზით დაავადებული კურკოვნებისა და თუთის ხუჭუჭა წვრილფოთლიანობით დაავადებულ მცენარეთა ანატომიური ცვლილებების შესასწავლად. 1965 წელს თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დაარსების 30 წლისთავთან დაკავშირებით, სახალხო განათლების დარგში ნაყოფიერი და უმწიკვლო მუშაობისათვის მარიამ შანიძე დაჯილდოებულ იქნა სიგელით. მუდამ ჰქონდა კავშირი ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის განყოფილებასთან, სადაც მან თავისი სამეცნიერო კარიერა დაიწყო. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოში მოზარდი გვარ ზამბახის სახეობების ვეგეტატიური ორგანოების ანატომიური ანალიზი, როგორც მასალა გვარის ფილოგენეზის შესწავლისათვის", დაიცვა 1955 წელს. წყარო: საქართველოს პირველი ბოტანიკოს-ანატომები = The first botanist-anatomists of Georgia/ინფორმაცია დაამუშავა ნანა (ევა) ჩხუბიანიშვილმა, რედაქტორი შალვა სიხარულიძე. თბ., 2016.-გვ.42-47
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

